თავისუფლება და არა თავზე… გასულობა

ამ ბოლო დროს სოციალური ქსელები აჭრელდა თავისუფლებაზე მორალის კითხვით, მე ასე ვიგრძენი… ძალიან მომწონს, რომ დღევანდელი ახალგაზრდები აზროვნებენ და სხვადასხვა თემის მიმართ საკუთარი შეხედულება და დამოკიდებულება აქვთ, მეც მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით ჩემეული ხედვა. თავისუფლება პირველ რიგში ნიშნავს მოქმედებაზე პასუხისმგებლობას, ჩვენ შეიძლება ყველაფრის უფლება გვაქვს, მაგრამ თუ ამას ვიტყვით არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ მოვალეობებიც გაგვაჩნია უფლების პარალელურად. ბევრი ამ ცნებას, როგორც უნდა ისე იგებს, თავისუფლება ჰგონიათ, უღისრი საქციელის ჩადენა, თავისუფლება ჰგონიათ, რელიგიაზე ყველაფერი საშინელის თქმა, თავიანთი “ფილოსოფიური” აზრებით ჰგონიათ, რომ ისინი მართლები არიან და ამას საზოგადოება მიიღებს, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლებას. მაგრამ მეგობრებო ასე არ ხდება, თავისუფლება ეს არის არჩევანის გაკეთების უფლება, იმ არჩევანის, რომლის შემდეგ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ჩვენს თაობებს დაუტოვოთ სათქმელად და საამაყოდ, რომ მათ (ანუ ჩვენ) ეს შეძლეს.  რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას საქართველოს. აქ ჩემი აზრით, ძალიან ბერვი სხვა პრობლემებია, რომელიც ჩრდილავს თავისუფლების პრობლემას, აქ ჯერ ადამიანების, ერთმანეთის მიმართ უნდა გაგვაჩნდეს პატივისცემა, არ ვეძებოთ გამოსავალი ქვეყნიდან გაქცევაში და ა.შ. არ მოგაბეზრებთ თავს მოკლედ საქართველოში არსებული პრობლემებით, ყოვე ნაბიჯზე გვესმის და ვხედავთ. როდესაც უფრო ძვირადღირებულზე ვიფიქრებთ, აი მაშინ კი ამაყად შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც “პიროვნების” თავისუფებაზე, ასვევ “სახელმწიფოებრივ” თავისუფლებაზე.

Advertisements

გაცვეთილი გრძნობები

რა მოგდის თავში მაშინ როცა არ ფიქრობ შენს თავზე?

–  ალბათ არაფერი, ან არ შეგიძლია თქმა.

–  მე შემიძლია გითხრათ, როცა საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, ვცდილობ ვიპოვო პასუხები, გაცვეთილ გრძნობებზე, არა გულწრფელ ურთიერთობებზე, რუტინულ და მომაბეზრებელ, ერთფეროვან ურთიერთობებზე. რა რჩება ამათგან? რისთვისაა საჭირო ცხოვრების ეს მასკარადი? თქვენი აზრით?

–  მე ისევ მგონია, რომ ეს გამოწვევაა შენს ცხოვრებაში და თუ ძლიერი ხარ შეგიძლია ამ ომში  მოიგო. ეს კიდევ დიდი გზაა და ამაზე ბერვი შეიძლება  ვისაუბრო. მე ის მაინტერესებს, რატომ უფასურდება ურთიერთობები? მიყვარს – აღარ მიყვარს, მიზიდავს და ვნებას ვგრძნობ – დავიღალე საყვარელო, სხვა დროს იყოს. დილით თუ მაცივარზე მიკრული სტიკერები მცირდება, სახლში გვიან ბრუნდება, ტელეფონზე ბლოკი დააყენა, აღარ გეუბნება დღეში ერთხელაც კი, რომ უყვარხარ, შეხედე ყველაფერი გიხდება – მერე კი მისთვის ნაყიდი ულამაზესი კაბა გაცვია და ზედაც კი არ გიყურებს. იქნებ სიტყვა მიყვარხარ გახდა, მაგალითად როგორც ჩემთვის გამოუსადეგარი სიტყვაა “რავი” ზუსტად მასეთი?

ამ ბოლოს ერთ ქართულ ბესტსელერში წავიკითხე, რომ საყვარელი ადამიანი იქნება, როცა ერთ დღეს, ნერვებს მოგიშლის მისი სუნი სახლში, ნერვებს მოგიშლის მისი დაყრილი ნასკები, ნამწვავებით სავსე ჭიქები და გამოცარიელებული ბოთლები, ვეღარ შეიგრძნობ მის სურნელს და ის შენთვის გახდება მომწამვლელი, სულისშემხუთველი აირი, რომელიც დღითიდღე ყელში გებჯინება და გახრჩობს.

იმასაც, გავიხსენებ ამ ბოლოს პოსტი მქონდა სოციალურ ქსელში: ადამიანები იცვლებიან თუ არა? უმეტესობამ დაწერა, რომ არა.  მაშინ რას ნიშნავს ბოლოს ნათქვამი? მე ვცვლი ურთიერთობას წარსულიდან აწმყომდე – ამას თუ დავუჯერებთ გამოდის, რომ ადამიანები იცვლებიან, რადგან მე ვცვლი, შესაბამისად მე მიჭირავს სადავეები.  ან მეორე შემთხვევაში დაბადებიდან ორი ნიღაბით ვცხოვრობთ და ჩვენთვის დაუკითხავად დაგვეხატება ხოლმე სახეზე ხან ერთი, ხან მეორე, მაგრამ მაინც მგონია, რომ უნი – კალურად უნიკალურია ადამიანი და  დღესაც ვერ გამოიცნეს მეცნირებმა ადამიანის არსი, მიუხედავად მათი და ფსიქოლოგების ქვეცნობიერში ძრომიალისა.

დაუსრულებლად, რომ მესმის ყიჟინასავით, დავიღალე, მტკივა, ვტირი, მიყვარს, ვმალავ, ფეხმძიმედ ვარ, მიმატოვა, აღარ ვუყვარვარ, აღარ მწერს, ვნერვიულობ, ვიბნევით… და ასე… უკაცრავად და აღარ ენდობით? ოდესმე ენდობოდით?

მეორე თემასაც შევეხები ცოტას, რადგან ამდენი ხნის მერე სიტყვა გამიგრძელდა…

ხოდა რა ხდება, გოგონებიდან, ჩემი სამეგობროდან თუ არასამეგობროდან ისმის შემდეგი: დღეს გოგოს/ბიჭს რთულია მიწერო და მას პაემანი დაუნიშნო, ისევ უკაცრავად და ნდოობას შევეხეთ ეეგეეეინ? მერე სანათესაოსგან არ თხოვდები? ვის ელოდები? შეყვარებულიც არ გყავს (ამ დროს მხოლოდ იდი ნახუი) გახსენდება… :))

მაგრამ ამ ნათესაური კითხვის პასუხები უფრო საკრალურია: უცქირეთ, ჰოოპ – არა რა გათხოვება, აბა ნორმალური ბიჭი/გოგოს პოვნა შეიძლება დღეს, შეიძლება დღეს ვინმეს ენდო? ჰოოპ აქაც (მოდი იდი ნახუი) მახსენდება. იცით რატომ ამდენი “იდი ნახუი”, ჩვენ, ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ ყველაფერს და მერე ჩვენს ნეხვში ვიხრჩობით და ყველაზე საშინელება მაინც ჩვენივე ნეხვიდან გამოძრომაა. ბოლო პერიოდში ფეხითაც ბევრს დავდივარ, ამ ჩემს ნაჩუქარ კამერას ვაჩხაკუნებ, ვითომდა რამე მნიშვნელოვანს ვიღებდე, და კლუბებსა და ბარებშიც ხშირად დავდივარ, ხანდახან მარტოც და ვაკვირდები ადამიანებს ან გრძნობა გაცვეთილ ადამიანებს უფრო ალბათ. ხოდა რისი თქმა მინდა, მერე აქედან ყალიბდება სტერეოტიპი პირდაპირ *** და ხანდახან მაინც უნდა დავფიქრდეთ, ჩვენ თვითონ ხომ არ ვაფუჭებთ ხოლმე რაღაცეებს.58380680_446696682738192_3756373895955873792_n

ხოდა  ეს ერთი მაგალითი და სტერეოტიპია იმ მილიონიდან რაც გრძნობებს და ურთიერთობებს ცვეთს და აუფასურებს. ბოლოს ვიღებთ დაღლილ ადამიანებს.

ამიტომ მე გავაგრძელებ ახლა საკუთარ თავზე ფიქრს.

ყველაფერი სიყვარულის გარდა მაინც სიყვარულია

არვიცი რომელია უკეთესი, მარტო ყოფნა და ნაკლები ტკივილი თუ სხვასთან ყოფნა და ზედმეტი კითხვები?

სინამდვილე ერთია, შენი სულის ანარეკლს აი სულ ოდნავადაც კი თუ სადმე დაინახავ ესეიგი ცდად ღირს… შემოდგომას უფრო მარტივია, ყველაფერი იცვლება და  მარტივად მიედინება სიცოცხლე, ისევ ისე ჩვეულ რეჟიმში, გადავსებული ქუჩებით, სხვადასხვა სურნელით, მილიონი მიმიკით.

და თუ ასე შემთხვევით ვიღაც გეტყვის, უბრალოდ ვიაროთ დაუსრულებლად, შავ – თეთრ ბილიკებზე, იქ სადაც ხეებს და მცენარეებს შუაზე ჭრის თეთრი მდინარეები, იქ სადაც თოვლით დაფარაულ სახლებში ცხოვრობენ, იქ სადაც მოწამლულ ჰაერს სუნთქავენ, ან იქ სადაც მილიონობით ადამიანი უკან დაგყვება, ან იქ სადაც ვერავის ხედავ ორი მჭიდრო ხელისა, მაშინ რას ელოდები? რატომ არ გინდა გაყვე დაუსრულებელ ბილიკებს? – რადგან შენ ყოველთვის გარბიხარ და ხანდახან ჭაობში ღრმად ერჭობი, სარეველასავით ცხრაჯერ შეგიძლია გაიარო იგივე გზა მაგრამ არასდროს გარისკავ…

ხანდახან მგონი ისე ხარ შეყვარებული საკუთარ თავზე, სხვისთვის განაწილება შენთვის ცხელი მეტეორი იქნება.  ჯონსონი ერთგან ამბობს : “სიყვარული საკუთარი თავის მიმართ ყველაზე კარგად შენიღბული ინტერესია ” მაშინ რა გამოდის?

ამქვეყნად ყველა დაავადება სიყვარულის ნაკლებობისგან ჩნდება და ყველა დაავადებას მხოლოდ სიყვარული კურნავს. “სიყვარული ყველას უნდა” და მიუხედავად ამისა, არსებობს შიზოიდური ფსიქოტიპი, რომელიც ამ გრძნობას გაურბის. მას ეშინია სხვაში დაკარგვის.

შენ გადამყლაპავ და მე აღარ ვიქნები, ან მიმატოვებ და გულს მატკენ. ამიტომ უარს ვიტყვი სიყვარულზე ან ბევრი მეყვარება ერთად, სამმა რომ მიმატოვოს, მეოთხესთან რომ მქონდეს მისასვლელი.

ზოგჯერ იმდენად ძლიერია სიყვარულის, და ამგვარად, პასუხისმგებლობის აღების, დამოუკიდებლობის დათმობის შიში, რომ შესაძლოა ადამიანმა მხოლოდ ხანმოკლე, გრძნობის მხრივ ნაკლებინტენსიური ურთიერთობების დამყარება შეძლოს. ამ ტიპის ადამიანებს არ სჯერათ, რომ ვინმეს მართლა შეუძლია უყვარდეს და ამიტომ ძალიან ეჭვიანები არიან. რაც უფრო ახლოს მიხვალთ, უფრო სწრაფად გაიქცევა.

მაგრამ ეს ყველაფერი რეალობაა ასე ხდება რეალურად შენ კი არ ხარ რეალური :)))

შენ უბრალოდ წარმოსახვაში შეგიძლია შეეხო და მთელი ვარდების ბაღი გააშენო მის სხეულზე. ან უბრალოდ წერო და ასე დაიწყნარო გრძნობა, რომელიც მომავალს ქმნის.

ამ დროს კი ერთი რამ გავიწყდება, ის მხოლოდ წარმოსახვაში დაგელოდება სანამ შენ ფურცელზე ანთხევ და მაინც ყველაზე კარგი ის არის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მეოცნება ხარ და იმხელა ფანტაზიებით შეგიძლია იცხოვრო, რეალურ  სიცოცხლეზე უარი თქვა, ეს ნიჭია იშვიათი და თუ მასაც შეუძლია ამ ნიჭით ცხოვრება მაშინ შენ გაგიმართლა, უკვე მარტო აღარ ხარ. მჭიდრო ხელებით, გულწრფელი გრძნობით, სახელს არქმევ და შენთან არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ უკვე ოთხი თვალით შეგიძლია დაინახო ცისფერი ცა სადაც შეხებას ცდილობს სასწაულად მოქმედი შენობები, ოთხი თვალით შეგიძლია უყურო მზის ჩასვლას და ოთხი ყურით შეგიძლია უსმინო მთაში აყმუებულ ცივსისხლიან ცხოველებს, ოთხი ხელით შექმნა მილიონობით სიკეთე დედამიწაზე და უბრალოდ იყო გაორმაგებული შენ…

თუ ამის გაკეთება შეგიძლია უბრალოდ აღარასდროს გაიქცე…42170214_265296127437282_2738726208857440256_n (1)

გათავისუფლდი, იფრინე, შეიყვარე…

ახლა ყველას წარმოუდგება “ჭამე, ილოცე, შეიყვარე” და დაახლოებით მეც მაგიტომ დავასათაურე ასე. რა ხდება მაშინ როცა ახალგაზრდა ხარ, თან ისეთი სულ რომ რაღაცას ეძებ და ახლაც სწორედ ძებნის პერიოდში ხარ, გინდა გააკეთო ძალიან ბევრი რამ, თითქოს ყველაფრის მოსწრება გინდა, რადგან ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, ბევრი სიკეთე უკან რჩება.

ამიტომ საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილებები ვაკეთოთ სიკეთე, ვიმოძრაოთ, ვიყოთ თავისუფლები, ვიმოგზაუროთ და გვიყვარდეს – თუ ვიყოთ რუტინულები და ჩვენს წარმოსახვაში გვაკმაყოფილებდეს მინიმუმი…

მე საერთოდ არაფერი შემიქმნია ისეთი მნიშვნელოვანი, რითიც შეიძლება მე თუ არა სხვამ იამაყოს… ალბათ ამ ეტაპზე აგურს ვდებ და საბოლოოდ მშვენიერ სახლს ავაშენებ არამარტო ჩემთვის არამედ ყველა ჩემი მეგობრისა და ოჯახისთვის… საჭირო იყო მიმიღეო ბევრი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, შედეგებზე ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი, რადგან ძალიან ემოციური ვარ, ამიტომ ჩემო მეგობრებო არ გინდათ ბევრი ფიქრი, ასე უკეთ გამოდის ყველაფერი… ვახსენე, რომ ემოციური ვარ, მაგრამ არასდროს უკან არ ვიხევ და ყოველთვის ვრისკავ და ძალიანაც მიმართლებს.

ბევრი, რომ არ გავაგრძელო ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ მინდა დავწერო, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. სოციალური ქსელის დიდი მოყვარული ვარ, რადგან როგორც ჩემმა ბრძენმა მეგობარმა თქვა: ” ცოტა დროის გამო, რომელიც დღეს ადამიანებს აქვს, სოციალური ქსელი საუკეთესო საშუალებაა, აუხსნა სიყვარული ახლო მეგობრებს, მოიკითხო, მისცე რჩევა და გაიგო ბევრი კარგი თუ სასარგებლო ინფორმაცია” ხოდა ვეთანხმები… facebook – ზე ასეთი “სქროლვის” დროს შემთვხვევით გადავაწყდი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პოსტს, სადაც საუბარი იყო გაცვლითი მოხალისეობრივი პროგრამის შესახებ (AIESEC in Georgia)  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.  უნივესრიტეტიდან აირჩეოდა 15 სტუდენტი, რომლებიც წარმატებით გაივლიდნენ გასაუბრებას და ამის შემდეგ მათ პროგრამაში მონაწილეობის საფასურის გადახდა არ მოუწევდათ და მოკლედ დეტალებს არ ჩამოვწერ თავი ნამეტანი, რომ არ მოგაბეზროთ… მოკლედ ძალიან საინტერესო პროგრამა იყო, რადგან ჩემი ყურადღება მიიქცია :))) მოდი ვცდი და შევავსებ აპლიკაციას თქო ხოდა შევავსე ასე ლამაზად, რამოდენიმე დღის შემდეგ ტელეფონზე ზარია AIESEC – დან, “დაბარებული ხართ გასაუბრებაზე, ხომ შეძლებთ მოსვლას?” – რა თქმა უნდა დავეთანხმე და ასე გამოშტერებული ვიყავი მეორე დღემდე და ასე გამოშტერებული მივედი გასაუბრებაზეც, სადაც ჩემი ასაკის ბიჭი და გოგო დამხვდნენ, მეტად დადებითები იყვნენ და ეს დამეხმარა კიდეც ალბათ, მარა ისე ვნერვიულობდი რაც კი ვიცოდი რაიმე ინგლისური სიტყვა, რომელიც შეიძლებოდა დამელაგებინა და მეთქვა ერთდროულად წამებში დამავიწყდა. საბოლოოდ მაინც შედგა კომუნიკაცია და ბოლოს როდესაც ერთმანეთს უნდა დავმშვიდობებოდით მარიამმა (AIESEC GEORIA- ს) ახლა უკვე პრეზიდენტმა დამიძახა და მეუბნება სალომე, გილოცავთ თვქენ შერჩეული ხართ! –  ჩემი რეაქცია და პასუხი – კაი ხო არ მეღადავებით? :)))))))) და კაი არ გეღადავებით ასე აღმოვჩნდი global volunteer – ი ნუ ამის შემდეგ ძალიან ბევრი პროცედურა იყო გასავლელი, უნდა ამერჩია პირველ რიგში ქვეყანა და პროგრამა და ზუსტად რომ არც ვაციე და არც ვაცხელე ავირჩიე იტალია და შესაბამისად მისივე პროგრამა. მოკლედ პროგრამაზეც გეტყვით: უნდა მეცხოვრა 6 კვირა იტალიურ მასპინძელ ოჯახში და საშუალო სკოლის ბავშვებთან მემუშავა, როგორც ძირითადი ინგლისურის მასწავლებლის დამხმარე, დამეგეგმა როლური თამაშები, მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში და რაც მთავარია გამეცნო საქართველო თავისი ავლა – დიდიებით რაც მინდა გითხრათ ამაყად და კარგად გამომდიოდა. შევავსე ეს პროგრამა გადაიგზავნე ჩემი ვიდეო მიმართვა, აპლიკაცია, სივი და ა.შ. ახლა უკვე ველოდებოდით პასუხს იტალიიდან და ზუსტად მახსოვს, მეორე დღეს შუაღამის 3სთზე მეილზე მომივიდა შეტყობინება: “გილოცავთ თქვენ დამტკიცებული ხართ ამ პროგრამაზე”. ამის შემდეგ იყო საჭირო ჩემი თანხმობა და წარმოიდგინეთ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული, რომ რაღაც უცნაურს ვაკეთებდი ამიტომ პასუხი 4 დღით დავუგვიანე, საბოლოოდ მაინც მივიღე გადაწყვეტილება გააააფრენისა… ამის შემდეგ იყო ზარი იტალიიდან სადაც გავესაუბრე ჩემი პროგრამის იტალიელ მენეჯერს, რომელმაც ამიხსნა დაახლოებით რა როგორ იქნებოდა მომცა კონტაქტი ჩემი მასპინძელი ოჯახისა და ამდენი აფორიაქების მერე ცოტა დავმშვიდდი. დავეკონტაქტე ჩემს მასპინძელ ოჯახს, რომელზეც დაწვირელებით მოგვიანებით ვისაუბრებ და მოვაგვარეთ დეტალები.

ხოდა საბოლოოდ ასე ავდექი გავთავისუფლდი ყველა ცუდი აზრისგან და 19. 02. 2018 წელს გავემგზავრე იტალიაში…  ქუთაისის აეროპორტში ოჯახი და მეგობარი იყო, რომლებთანაც დამშვიდობება ალბათ იმიტომ, იყო რთული განსაკუთრებით დასთან და დედასთან, რომ პირველად მივფირნავდი თან 6 კვირით უცხო გარემოში და ჩემი შეშინებული თვალებით ყურება რთული იქნებოდა… თუმცა რეალურად მაინც არაფრის მეშინოდა… ჩავფრინდი მილანის აეროპორტში სადაც დამხვდა ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი ელენა, ჩემი მასპინძელი ოჯახის დიასახლისი და ზუსტად მაგ წამიდან მივხვდი, რომ მე ძალიან გამიმართლა… ასე დაიწყო ჩემი იტალიური 6 კვირიანი ცხოვრება ელენასთან, კაროლასთან, მაქსიმოსთან, ფილიპოსთან და უტკბილეს ნინასთან(ძაღლია)  ერთად, ისინი არიან საუკეთესოები და ასე დარჩება ჩემს მახსოვრობაში მუდამ…

დავიწყე “გამბოლოს საშუალო სკოლაში” მუშაობა გავიცანი და დავუმეგობრდი პედაგოგებს, დღემდე მაქვს კონტაქტი ალექს კანტონთან. მქონდა ურთიერთობა არაჩვეულებრივ ბავშვებთან, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებდათ ჩემი ქვეყანა, მუსიკა, ხელოვნება, ტრადიციები და ყოველ გაკვეთილზე აღფრთოვანებულები მისმენდნენ…

“ვიქენდებზე” ცოტას არ მიმართლებდა ხოლმე ამინდებში, მაგრამ საერთოდ არ ვიწყენდი ამის გამო, მაინც ყველგან დავდიოდი ჩემს მშვენიერ ოჯახთან ერთად… მართლა ცოტა რთულია ასე გადმოვცე ყველა ემოცია რასაც იტალიაში ყოფნის დროს განვიცდი… რასაც განვიცდი იტალიური ნაყინის ჭამის დროს, რასაც განვიცდი იტალიური სპაგეტის და პიცის ჭამის დროს, რომ არაფერი ვთქვა კულტურაზე და ხელოვნებაზე. მოკლედ ჩემი მასპინძელი ოჯახი ისე მთვლიდა თითქოს მათი მესამე შვილი ვიყავი და ეს რა თქმა უნდა აადვილებდა ჩვენს ურთიერთობას, დავყავდი ყველგან და მათ შორის ვიყავი ალპებში, სადაც გავატარეთ 2 დაუვიწყარი დღე, რომელიც მუდამ ჩემს მეხსიერებაში იქნება… ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ქალბატონი ანტონელას ოჯახის შესახებ, ვინ იყვნენ ისინი? – ჩემი მასპინძელი ოჯახის მეგობრები, რომელთაც ჰქონდათ ტრადიცია რომ ყოველ შაბათს ერთად გაეტარებინათ დღე და რა თქმა უნდა მეც გავიცანი და შევიძინე კიდევ მეორე ოჯახი… მინდა ვთქვა, რომ ძალიან მასპინძელი და კეთილი ხალხია იტალიელები, სულ იღიმიან, უყვართ ჭამა, გართობა, მოგზაურობა და სექსი … :))))))) ხოდა რაც მთავარია ძალიან ლამაზი ქალბატონები და სიმპატიური მამაკაცები ჰყავთ. მოკლედ არცერთ შაბათ – კვირას არ ვიწყენდი არანაირად…

შუადღის 2 საათს შემდეგ ყოველთვის მქონდა დრო დავბოდიალებდი ქუჩებში, ხან ველოსიპედით ხან ავტობუსებით და ხან ფეხით, ამ ბოდიალის დროს ბევრი ადამიანი გავიცანი და შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც კონტაქტი მაქვს დღემდე… ხანდახან ისეთი სასაცილო ისტორიები მხვდებოდა… (ყველაფერს ვერ მოვყვები)

დამავიწყდა მეთქვა ტერიტოირულად ვიყავი ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ პავიაში, რომელიც მილანიდან 1 საათის სავალ გზაზეა… ხოდა ახლა უკან ისე როგორ უნდა დავბრუნებულიყავი რომის გარეშე? – ამიტომ ასე შუა კვირაში (შუა კირაში იმიტომ რომ ბილეთები იაფი ღირს და მოგეხსენებათ ჩვენ სტუდენტები ვართ :))) ) ავდექით მე და ჩემი მეგობარი და ორი დღით წავედი რომში (მინდა გითხრათ,რომ ერთ რეგიონში ამ პროგრამით 3 ქართველი ვიყავით, თუმცა სხვდასხვა ქალაქებში) რომაული დღეები იყო დაუვიწყარი, ფეხით შემოვიარეთ თუ დამიჯერებთ მთელი ქალაქი და სად წამეღო ამხელა ემოცია არვიცოდი თუ არა ცრემლებში :)))))) უკვე ჩემს წინ ხელშესახები იყო ის რაზეც ამდენს ვსაუბრობდი პრეზენტაციებში, ვუყურებდი ფილმებს და ღამით მესიზმრებოდა, იმდენად ხელშესახები იყო, რომ არ შემეძლო ცრემლების გარეშე (ცოტა მაკლია ხო :)) ) არ დავიწყებ ჩამოთვლას რა ვნახეთ და რა სასაცილო თავგადასავლები გადაგვხდა გზად მე და ჩემს მეგობარ გვანცას, მე და ჩემს მეგობარ ანას :))))) რაღაცეების მთლად გასაჯაროვებაც არ მიყვარს ასე ჩვენთვის გვეცოდინება და როცა ერთად შევიკრიებებით სასაცილოდ მაინც გვექნება :)))) თუ სატირლად არა :)))

მოკლედ მეორე დღეს წავედით ვატიკანში, სადაც ნახევარი დღე რიგში ყოფნაში გავატარეთ :)))) მაგრამ რა თქმა უნდა ღირდა… ხოდა ასე ემოციებისგან და ფიზიკურად დაღლილები მესამე დღეს გამთენიისას უკვე მილანში ვიყავით…

საბოლოოდ მოვიდა დრო, მოვიდა 2 აპრილი უკან დაბრუნების ჟამი და თუ დამიჯერებთ ჩემს ქვეყანაში, ჩემს მონატრებულ ოჯახში წამოსვლა არ მინდოდა, არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს სიკეთე… ძალიან რთული იყო დამშვიდობება ბაშვებთან, რომლებმაც მაჩუქეს შოკოლადები და საუკეთესო სურვილების ბარათი სადაც ყველას ხელმოწერაა, სასწაულად რთული იყო დამშვიდობება ჩემს ოჯახთან და ნინასთან… რომლებიც ამ ზაფხულს არდადეგებზე მელოდებიან და რომლებსაც მომავალ ზაფხულს საქართველოში ველოდები და აუცილებლად ჩამოვლენ. ბევრი საჩუქრით და ბევრი სიყვარულით დავბრუნდი საქართველოში…

მადლიერების გარეშე რთულია ცხოვრება ხოდა მიყვრხართ  თითოეული ის სულიერი, ვინც გვერდით მედექით…

იცით რა მინდა გითხრათ თუ გირჩიოთ, არასდროს არ დაფიქრდეთ ისეთ რამეზე რაც თვქენთვის ახალი იქნება და 20% – ით მაინც იქნებით დარმწუნებულები, რომ ეს თქვენ სიკეთეს მოგიტანთ, გარისკეთ და დალიეთ შამპანური, რადგან ეს თქვენი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებაა… უბრალოდ გათავისუფლდი შენს თავში, დაიწყე ფრენა და შეიყვარე ყველაფერი!

IMG_5003

და თუ შენ შეძლებ დანახვას

555“ვინც თავს იტყუებს და საკუთარი ტყუილების სჯერა,იქამდე მიდის, რომ სიმართლეს ვერც საკუთარს და ვერც სხვისას ვერ არჩევს. ამიტომ უპატივცემულობა უვითარდება როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ ” ასეთ მდგომარეობაში კი ადამიანი ცხოველად იქცევა… ხშირად კი თითოეულ ამოუცნობ ცხოველს ვგავართ, გვიყვარს – მაგრამ ვღალატობთ, სიკეთეს ვაკეთებთ – რადგან ველით პასუხს, რაღაცის გვწამს – მაგრამ გვეშინია, სიცოცხლისთვის ვიბრძვით – მაგრამ სუიციდით ვასრულებთ, სიმართლისთვის ვიბრძვით – მაგრამ ვტყუით, ბევრი მეგობარი გვყავს – მაგრამ ვივიწყებთ, ოჯახი გვყავს – მაგრამ არ ვუფრთხილდებით… სუსტები ვართ ჩვენი მოთხოვნილებებისთვის ვიბრძვით, რომელიც წუთიერია და სასაცილო.

ბორბალში მორბენალი თაგვები ვართ, არ ვაფასებთ სიცოცხლეს, არ შეგვიძლია ვიცხოვროთ დროით თანმიმდევრობაში. “ამ 20წლის მანძილზე ერთმანეთში გავაერთიანეთ და ტალახივით ავზილეთ წარსული, აწმყო და მომავალი. მისგან მყარი ქვიტკირის კედლის აგება დავიწყეთ და ასე აღმოვჩნდით კიდევ უფრო ბნელ და ჩაკეტილ ოთხაში, და ახლა როცა ეს სიმძიმე გვსრესს, ვცდილობთ თავებით გავანგრიოთ ყოფიერების ოთხ კედელში გამოკეტილი ეს არათანმიმდევრული დაუნაწევრებელი გაუზრებელი დრო…”

არ მივცეთ საკუთარ თავებს უფლება დრომ გვმართოს ჩვენ ვმართოთ დრო და თაობამ შეცვლაოს წამი. ნუ გაუფასურდება ურთიერთობები ქორწინების შემდეგ, ნუ დავკარგავთ პატივისცემას, 20 წლის შემდეგაც ისეთი წყლიანი და ემოციური თვალებით შევხვდეთ როცა 6 წლისები ერთ მერხზე აღმოვჩნდით და შიშისგან ან სიყვარულისგან ერთმანეთს მივეკარით.

ადამიანი ქმნილებაა რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს საკუთარი თავის გარდა, თავის უფალია და ბრძოლის ძალაა აქვს… რა საცოდავია მაშინ როცა  პირიდან სული ძვრება, ხომ იბრძვის სიცოცხლისთვის, ხომ აფასებს ყოველ ჩაშვებულ ჰაერს ფილტვებში, რომელიც ვეღარასდროს შეძლებს შეიგრძნოს სამყარო… მამაჩემი თურმე ბოლო წუთებში იბრძოდა სიცოცხლისთვის ისე რომ გეგონება საომარ ველზე საკუთარ შვილებს ართმევენ და ცოცხლად უწვავენო. ბოლოს მაჯაში მხოლოდ 1 ძარღვი უცემდა ალბათ იმ იმედით რომ მე ვაპატიებდი მიტოვებას.

სასაცილოა მაგრამ ალბათ ახლა ჩემგან სასოწარკვეთილების ხმა გაისმა. ” კაცის გონება მძიმე სენითაა შეპყრობილი, მაგრამ სენი არც უმიზეზოა და არც საბედისწერო. ადამიანი სამყაროს ჰარმონიიდან ამოვარდა და მარტო დარჩა. უკვე მრავალი წელია განწირული მეცადინეობით ლამობს კვლავ იმ ჰარმონიას შეუერთდეს. ადრე თუ გვიან შეუერთდება. მანამ კი ცოდვა – მადლის ტრიალი მუდამ განუკითხაობად მოგვეჩვენება.”

იმაზე მაღლა ვიდქეთ ვიდრე ჩვენი სასაცილო ქმედებებია… ვიცხოვროთ სილამაზეში, მაგრამ ხანდახან სილამაზეში ცხოვრება ფერების გარჩევას ვერ გვასწავლის, ეს არც დაგვჭირდება თუ ყველა ერთად გავახელთ თვალს…

ისინი – ბედნიერები

ყველა ჩვენგანი დაფიქრებულა 1 წუთითაც მაინც, რა არის ჩვენთვის ბედნიერება? მე ყველა ადამიანში ვცდილობ ვიპოვო ბედნიერება, ის ბედნიერება მათ რომ მეტად აქვთ ვიდრე ჩვენ…

ვდგავარ ჩემთვის კუთხეში და ვაკვირდები ყველას ვინც იმ ვაგონშია, ვიმახსოვრებ მათ თვალებს, მიმიკებს, ჟესტებს, სიტყვებს და ვცდილობ დაკავშირებას, ვეძებ მათში ბედნიერებას. ამ დროს იღება კარი და სამი მამაკაცი შემოდის ვაგონში, რომლებიც ჩემს ყურადღებას იქცევენ, რადგან ისეთ გადაჭედილ ვაგონში ერთი მეჯახება და რაღაც უცნაურად თვალებით მიხდის ბოდიშს – არაუშავს, გავუღიმე. საინტერესო იყო ის, რომ ისინი შემოსვლისთანავე განსხვავებულები იყვნენ, კი ეს მე ვიგრძენი… პირველ რიგში თვალებით და სურნელით, რომელიც სამივეს სდიოდა – ტაძრის სურნელი, საკმეველის… ლამაზი ჟესტებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, გრძნობებით და დიდი ემოციით, რომელიც ჩემთვის აშკარად გაუგებარი იყო. მაშინ დავფქირდი, რომ რა მოხდებოდა ახლა მეც მცოდნოდა მათი ენა, პირველად მომინდა ადამიანების მოსმენა, ისეთი ადამიანების, რომლებსაც არ ვიცნობდი.

იმ ვაგონში და საერთოდ პლანეტაზე ყველაზე მხიარული, კეთილი და ბედნიერები ჩანდნენ. როგორია სამყარო, მათ არ ესმოდათ და ვერ საუბრობდნენ, არ ესმოდათ მატარებლის გამაყრუებელი ხმაური, არ ესმოდათ ხალხის ზუზუნის, არ ესმოდათ როგორ ითხოვდა დახმარებას ვიღაც მოხუცი ბებო, და ვერც ჩემი მოწიწებული “არაუშავს” ვერ გაიგეს. მაგრამ ისინი მაინც ყველაზე ბედნიერები იყვნენ მთელს ვაგონში, ჩემზე ბედნიერიც კი.

მერე იმაზე დავიწყე ფიქრი, არ ესმით და როგორ გაიგებენ რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვიდნენ თქო, ხანდახან მე ვისაც მესმის და ვსაუბრობ ისე გამომრჩება ჩემი გაჩერება, ფიქრებში ღრმად წასულს… ამას დაემატა იმ სურნელზე ფიქრი, რომელიც მათ ასდიოდათ, აშკარად საკმეველის სუნი აქვთ, კიდევ ერთხელ შევათვალიერე თითოეული მათგანი და  პასუხასაც მივაგენი, იყვნენ თუ არა ისინი ნამდვილად ტაძარში? – გულის ჯიბეში ლამაზად შეხვეულ პარკში სანთლები ელაგათ. ნუთუ ამ ადამიანებს იმაზე მეტის კეთება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ? ისინი ითვლიან ყოველ გაჩერებას და დადიან ტაძარში, რომ იგრძნონ სიკეთე და ბედნიერება… არ ნებდებიან ღიმილისითვის და ატარებენ დიდ სიყვარულს…

დარწმუნებული ვარ, მათ იმაზე მეტი შეუძლიათ ვიდრე მატარებელში გაჩერებების გადათვლა, დაზეპირება და ხალხში შეუმჩნევლად სიარულია. მე ვიგრძენი მათი ბედნიერება, მათ ერთმანეთი ჰყავდათ…

Planet №28

თუ ადამიანების ცხოვრება წიგნია, უნდა ჰქონდეს დასაწყისი და დასასრული, საწყისი ფურცლები, რომელიც ზღაპრებით უნდა იწყებოდეს.

Planet  №28-ის მცხოვრებლები დაბნეულები იყვნენ ბოლო დროს. რადგან ვერ გაერკვიათ რა ხდებოდა მათ თავს. ამ მშვიდ პლანეტაზე ცხოვრობდნენ ადამიანები წითელუ კანის ფერით, დიდი თვალებით და კულულა თმებით, არც თუ ისე გამოირჩეოდნენ თავიანთი გარეგნობით, ყველა ერთმანეთს ჰგავდა. არ აწუხებდათ შიში და არ იცოდნენ რას ნიშნავს “წინააღმდეგობა” და “ბოროტება”. მათი პლანეტა დაფარული იყო დიდი ზღვის მცენარეებით, მწვანე გარსი ეკრა ირგვლივ ყველაფერს, სუნი ტრიალებდა ახლადგაღვიძებული ყვავილების, ჯერ მწერებს, რომ არ გამოესურტნათ.

ყოველ საღამოს მწვანე გარსის უზარმაზარი კარი ჩაიკეტებოდა, როგორც კი საათი 12:28 წთ-ს ჩამოკრავდა.

ერთ საღამოს წესი დაირღვა და პლანეტაზე ქაოსი ატყდა. მწვანე გარსის უზარმაზარი კარი 12:29წთ-ზე დაიკეტა. მეორე დილით იგრძნობოდა განსხვავებული სუნი, პლანეტალელები შეშინებულები და დაბნეულები დაიარებოდნენ.

რა მოხდა? – იმ საღამოს პლანეტაზე შემთხვევით შემოიჭრა “Envy” და შეშურდა პლანეტალელების, შეშურდა ამ სიკეთის, მათი ფერის, მათი სუნის, მათი თვალების.

დაიწყო Envy-მ პლანეტაზე შურის დათესვა. ის განსხვავებული იყო მათზე ეს კი “პრივილეგიაა”, მან უფრო მეტი იცოდა სხვა პლანეტების შესახებ. Envy უფრო ლამაზი იყო, უფრო ლამაზი თვალები და თმები ჰქონდა. პლანეტალელები მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ “უფრო მეტის გაკეთება”, შეეძლოთ ერთმანეთში “კონკურენციის” გაწევა, ისე რომ ერთმანეთს არ დაინდობდნენ.

Planet№28 -ს სხვა სუნი უდიოდა, მწვანე გარსი გახმა და რუტინამ დაისადგურა. Envy -მ გადაწყვიტა პლანეტალელების ბედი მარტივად. რადგან მას სიყვარული არ შეეძლო, არ იცოდა სიკეთის ფერი, ამიტომაც არ გაუჭირდა Planet№28 – ის დამორჩილება,უდიოდათ სუნი სხვადასხვა ცხოველების და არა ადამიანების! IMG_201607184_094044

ანო – მალი

ხანდახან რთულია გააზრება იმის, თუ რა გვინდა ამ ცხოვრებისგან, რისთვის ვიბრძვით, ან ვშრომობთ ამდენს მუხლჩაუხრელად, მაგრამ შემდეგ გამოსავალს აუცილებლად ვპოულობთ, ეს სწორი ქმედებაცაა რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და სხვგავარად არ ძალგვიძს.

ამ ბოლოს ჩემდა სამწუხაროდ ხშირად ვცდები ადამიანებში, ჩემთვის უცნობ ადამიანებში ალბათ ეს დიდი ტრაგედია არცაა, მაგრამ ისე მიკვირს როგორ არსებობს ამდენი ცუდი ადამიანი დედამიწაზე, რისთვის ცოცხლობენ, რა არის მათი ამქვეყნიური მოვალეობა ვერ გამიგია, რატომ სჭირდებათ ამდენი თამაში და შემდეგ მგონია, რომ თითოეულ ამ ადამიანს რაღაც განუკურნებელი სენი სჭირთ და მეტირება, ხანდახან ასე ავადმყოფურად რომ იტყვიან ვტირი ქუჩაში, ავტობუსში, ბიბლიოთეკაში, თეატრში, ვცდილობ გავარკვიო თუ როგორ შეიძლება განიკურნონ ისინი ამ მეტად მძიმე სენისგან. როცა ამ ყველაფერს ვუყურებ ვხვდები, რომ მათ ბედნიერებას მხოლოდ ერთი რამ ანიჭებთ, ერთმანეთის გულისტკენა, ამით ისინი შვებას პოულობენ.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ დადგენილ წესებს არ ვარღვევთ ხოლმე, საერთო ნორმისგან გადახვევის გვეშინია, რას იტყვის ხალხი???? :)))) როგორი სასაცილოა ეს ყველაფერი სამწუხაროდ, მოდი ვცადოთ და წესად ნუ ვაქცევთ სიუხეშეს, სიამაყეს… ვაკეთოთ ხანდახან მაინც ის რაც სწორად მიგვაჩნია და არა ის რაც კანონზომიერია. FB_IMG_1457109801154 ერთმანეთში ვპოვოთ სიმშვიდე, სიკეთე, სილამაზე, სიყვარული…

შრომა კი “ანომალია” არ არის, შრომისთვის ვიბადებით პირველ რიგში და ამით გამოიხატება სხვა ჩვენი სიკეთეები, ამით შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთის ფასი, დათმობა, პატივისცემა და სიყვარული. იმაზე მეტი ვაკეთოთ ვიდრე შეგვიძლია, მაგრამ გამოგიტყდებით და ეს ხანდახან ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია. აი ხანდახან გინდება გაქრე, მოსწყდე ამ რთულ რუტინას და ზღვის ტალღებთან ერთად უყურო მზის ჩასვლას სველ ქვიშაზე.

ნე – ნა

დიდი ცისფერი თვალებით, გამჭრიახი გონებით, ენის სისწარფით გამოირჩეოდა ჩვენი კახი, გაიხედავდი და ეზოში სულ ბურთს დასდევდა დიდი ფეხბურთელი უნდოდა გამოსულიყო და ეს მართლაც შესანიშნავად გამოსდიოდა.
გავიდა წლები და კახი გაიზარდა, გაუჩნდა მისწარფებები და რაც მთავარია მან ზუსტად იცოდა საით უნდა წასულიყო, საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამ პატარა ქალაქის. უყვარდა სპორტული ჟურნალ-გაზეთების კითხვა და სპორტის შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობდა, ხანდახან დაჯდებოდა და ფიქრობდა ღმერთო ნუთუ შეიძლება ოდესმე ისეთი მაგარი ფეხბურთელი გავხდე, რომ “პელემ” ჩემზე ილაპარაკოსო? მაგრამ მან იცოდა, რომ ამისთვის დიდი შრომა იყო საჭირო და თავს არ ზოგავდა.
ერთ დღეს დედას სთხოვა საუბარი:
– ნენა (ასე ეძახდა დედას) იცი რუსეთიდან ჩამოვიდნენ გუშინ და ყველა ჩემს თამაშს დააკვირდნენ, მივხვდი მათი თვალები, სიხარულის და გაოცების თვალები, რომ მე მეკუთვნოდა.
– მართლა დედა? შენ ჩემი ჭკვიანი და მშრომელი ბიჭი ხარ, მჯერა დიდ წარმატებას მიაღწევ ცხოვრებაში.
– ნენა გამიშვებ?
-სად შვილო? მოერია თვალზე ცრემლი დედას.
– მოსკოვში, იცი სახლში მოგვაკითხავენ და მხოლოდ თქვენი თანხმობაა საჭირო, რომ მომავალი “პელე” გავხდე.
სამწუხაროდ ნენა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, არ მისცემდა საშუალებას თავისი კახი ჩაეყლაპა უცხო ქვეყანას, რომელიც არ პირდებოდა უკან დაბრუნებას.
მომავალი “პელე” დარჩა მოსკოვის გარეშე, რადგან დედას არ შეეძლო დათანხმებოდა, უცხო ქვეყანაში უცხო ადამიანებთან ყოფნას. თუმცა ეს კახის ბოლო იმედი იყო იმისა, რომ დიდი ფეხბურთელი დამდგარიყო.
ასეთი იმედგაცრუების შემდეგ კახის ნენა ძალიან უყვარდა და არცერთხელ არ უთქვამს მისთვის საყვედური.
შეიძლება მისი ბედისწერა იყო ის, რომ მწვანე ქალაქში ამდენი წლების შემდეგ, სწორედ რომ ნენასთან ახლოს დამშვიდობებოდა ამ ქვეყანას. ის ხომ განსახვავებული იყო თავისი თვალებით, წმინდა და კეთილი სულით, ამიტომაც უცაბედი სიკვდილით დაამთავრა მან ყოფა. ნე – ნა იყო მისი ბოლო ამოძახილი.
დღეს კი “ნენა”, რომელსაც ხორცის ერთი ადგილიც კი არ უჩანს შიშველი, რომლის სახე და სხეული შავებით შემოსილია, რომელიც მის საფლავზე ყოველდღე, საშინელ მძიმე ამინდშიც კი მის გვერდით ცივ და გაყინულ ქვას ეალერსება, ამაყია იმით, რომ კახიმ ამ პატარა ბიჭმა უკვე დიდი სიტყვა დატოვა პატარა მწვანე ქალაქში, ამაყია იმით, რომ ის ახლა მის გვერდითაა და არა უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან.

ვუძღვნი ჩემს ბებოს.

IMG_20160201_201515

მოლოდინი

თითქოს თავიდან გრძელვადიანი, დაუსრულებელი დრო წარმოგვიდგება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არცთუ ისე ცუდი სიტყვაა, ეს არის ის რისთვისაც აგრძელებ ცხოვრებას, თითქოს იმედია, იმედი მომავლის, სიკეთის, სილამაზის.
რისთვის ვცოცხლობთ ჩვენ ადამიანები? – დამერწმუნეთ მარტივი კითხვა არ არის, ვცოცხლობთ რადგან შევიგრძნოთ მიწიერი ყოფა, განვიცადოთ ვნებანი, გავზარდოთ თუ აღვზარდოთ მომავალი თაობა. აი მივედით იქ სადაც იწყება ყველაფერი თავიდან, გამოდის სიცოცხლეს ვაგრძელებთ მომავლისთვის, იმ მოლოდინით, რომ ისინი იქნებიან სასოებანი ყოველივეს, შეიძლება ჩვენიც, როცა მოვხუცდებით.
ბოლოს კი ვტოვებთ მიწიერ შეგრძნებებს, თვალწინ მრავალსერიანი ფირი ჩაგვირბენს, ზუსტად რამოდენიმე წუთში, რამოდენიმე წუთში განვიცდით იმას, რასაც მთელი წლები ველოდებოდით და თუნდაც ამისთვის ბევრი შრომაც გავწიეთ. მერე პირდაღებული, როცა სული განეშორება სხეულს ველოდებით პირსისხლიან სიკვდილს. ასე დაუკითხავად, რომ გესტუმრება და ჩვენი მოლოდინიც, რომ აუცილებლად გარდავიცვლებით, 1 წუთში გვიხდება.
ასე გამოგაცლის ფეხებიდან მიწას, კარგავ ამ მშვენიერი სამყაროს ფერს, სუნს და შავ-თეთრ სამყაროს უერთდები, სადაც მხოლოდ ტკივილი და განწირული ადამიანებია.
შენ კი, რომელიც ბოროტებას განაგდებდი, უფალს არ დავიწყებიხარ, რადგან მის მიერ შექმნილი ქმნილება არასდროს ავიწყდება. მისი ხილვით ბედნიერი სული ნათდება და ყოველივე განსაცდელი ქრება. რატომ? – იქ პატარა სამყაროა დიდი და კეთილი ადამიანებით, იქ ყველა-ფერი ჭრელი და კაშკაშაა, იქ ყოველთვის ვარდის, გვირილას, აკაციის ყვავილების, წიწვოვანი ხეების – ახლადგაღვიძებული ბუნების სურნელია.
ეს არის მეორე სამყაროს, რომელსაც შენ მთელი განვლილი ცხოვრება ელოდებოდი. ეს არის სამოთხე, პატარა ფრთიანი ანგელოზებით.
ღირს ლოდინი მეგობრებო…FB_IMG_1448386827644

15 წუთი

19.11.2015 ერთი ჩვეულებრივი დღე როცა მე გადავწყვიტე საჯარო ბიბლიოთეკაში წასვლა, მოკლედ მთელი სიხშირით მიცდება რამოდენიმე ლექცია ამ ბოლო დროს ხოდა დღვენადელი დღეც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ამიტომ მეორე ლექციამდე დრო მქონდა და წავედი ბიბლიოთეკაში, თან ერთი რომანიც უნდა წამეკითხა კარგა ხანია ამოჩემებული მაქვს.

ქაშუეთის ეკლესიასთან კი გადავეყარე ქორწილს გამაყრუებელი სიგნალებით და შეძახილებით, ცოტა ხანს გავჩერდი რადგან ყურადღება ჩემი მიიპყრო პატარაძალმა, რომელიც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა, თან ისეთ სიცივეში როცა, თბილისის ცივი, სუსხიანი ქარი ჯერ ტანში, ყურებში და თვალში დაგივლის ისე, რომ თვალიდან ცრემლს გადენინებს, ამ ჩვენს პატარძალს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ამ სუსხიან დღეს მოშიშვლებული მდგარიყო და კაბას და თმას ისწორებდა. გავაგრძელე გზა ამ საოცრების ნახვის შემდეგ, შევედი ბიბლიოთეკაში, ბარათი და ჩანთა რატომღაც არ შეუმოწმებიათ, ავედი მეორე სართულზე და “წიგნის ჭიები” არ ღალატობდნენ თავიანთ ზედმეტსახელს თავჩარგულნი კითხულობდნენ თუ წერდნენ, ზოგს ჩამოსძინებოდა, ზოგიც გაკვირვებული იყურებოდა იქნებ ვინმემ წამომითაქოსო… მივუჯექი კომპიუტერს ამოვწერე და წავიღე კონსულტანტთან ბეჭედის დასარტყმელად ნუ რაღა თქმა უნდა ახალი წიგნი იყო ახალ გამოცემული და ერთი ეგზეპლარი აღმოჩნდა თუმცა იმ იმედით, რომ ის ერთი ეგზეპლარი ჩემს ხელში აღმოჩნდებოდა ჩავაბარე ფურცელი, ავარჩიე ადგილი ვიღაც არც თუ ისე სიმპატიური ყმაწვილის გვერდით მოვხდი და დავიწყე ჩანაწერის წერა, ვიფიქრე არამგონია 15

Continue reading 15 წუთი